Monday, December 19, 2016

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, მოვისმინეთ საინტერესო და კარგად დამეგმილი პროექტები, განვიხილეთ და გავაკეთეთ კომენტარები ერთმანების პროექტებზე, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანას ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.

Sunday, December 18, 2016

მერვე დღე

შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო და რაც გვაკლდა დავასრულეთ, ბლოგზე შევქმენით ფეიჯები, ფასილიტაციის მასალას გავეცანით რესურსებში.

Saturday, December 17, 2016

მეშვიდე დღე

შევიმუშავეთ პროცედურების დაწერის ჩონჩხი,  დავწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის თეორიას, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებზე და შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა ინტელექტის დასადგენად. რესურსებსში გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს და დავამზადეთ ხარაჩო, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეთა დასახმარებლად.

Friday, December 16, 2016

მეექვსე დღე

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბლიკები, მიზნების გათვალისწინებით.დაარხივებულ მასალაში სეივი არ ინახავს და საქარალდე უნდა შევინახოთ სწორად, მეხუთე მოდულის დასაწყისში განვიხილეთ სასწავლო მოდულის ჩეკლისტი, რომელიც დაგვეხმარება პროცედურების დასაწერად.

Sunday, December 11, 2016

მეხუთე დღე

ვისაუბრეთ უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე, ერთმანეთის ბლოგებზე გავაკეთეთ კომენტარები, საავტორო უფლებების შესახებ გავეცანით ინფორმაციას, დავალება გვქონდა შესრულებული ამიტომ არ გაგვჭირვებია მოსწავლის როლში ჩადგომა და ნამუშევრის შექმნა.

Saturday, December 10, 2016

მეოთხე დღე

პროექტის შეფასების ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები გავიხსენეთ და შევიტანეთ კითხვები პროექტში. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, შევარჩიეთ ყველა მიზნისთვის შეფასების მეთოდები   (მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან). შვქმენით მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად ვიცი მინდა-ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.

Friday, December 9, 2016

მესამე დღე

მოვძებნეთ სტანდარტები, შუსაბამეთ პროექტს,  გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნები, გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს, მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტებისთვის.